ამოხსენი ქვემოთ მოცემული ამოცანა. ამისათვის:
ჩათვალეთ რომ წინა ამოცანაში აღწერილი School კლასი უკვე არსებობს და შეგიძლიათ
გამოყენება. დაწერეთ გრაფიკული პროგრამა რომელიც მოგვცემს საშუალებას დავამატოთ
სკოლის შესახებ მონაცემები და შემდეგ გავფილტროთ. სურათზე ნაჩვენებია თუ როგორ უნდა
გამოიყურებოდეს გრაფიკული პროგრამა:
1. Add Teach ღილაკზე დაჭერით სკოლას უნდა დაემატოს Teach ველში
შეყვანილი სახელის მქონე მასწავლებელი
2. Add Subj ღიალაკზე დაჭერით Teach ველში შეყვანილი სახელის მქონე
მასწავლებელს უნდა დაემატოს Subj ველში შეყვანილი სახელის მქონე საგანი
3. Add Pupil ღილაკზე დაჭერით Subj ველში შეყვანილ საგანს უნდა დაემატოს
Pupil ველში შეყვანილი სახელის მქონე სტუდენტი
4. Display Pupils ღილაკზე დაჭერის შემდეგ, პროგრამამ უნდა გაასუფთაოს ეკრანი
და გამოიტანოს ყველა ისეთი მოსწავლის სახელი, რომელსაც ასწავლის Teach
ველში შეყვანილი სახელის მქონე მასწავლებელი
5. Display Teachers ღილაკზე დაჭერით, პროგრამამ უნდა გაასუფთაოს ეკრანი და
გამოიტანოს ყველა ისეთი მასწავლებლის სახელი, რომლებიც ასწავლიან Pupil
ველში შეყვანილი სახელის მქონე მოსწავლეს.
თითოეულ ღილაკზე დაჭერის შემდეგ, ტექსტური ველების მნიშვნელობები უნდა
გასუფთავდეს. Result სათაური უნდა დაიხატოს, (RESULT_X, LINE_H) წერტილში,
ხოლო გაფილტრვის შედეგები იგივე ვერტიკალში ერთმანეთისგან LINE_H-ით
დაშორებით. კოდი დაწერეთ SchoolGraphics.java ფაილში.
ამოხსენი ქვემოთ მოცემული ამოცანა. ამისათვის: